|
iTV ტელევიზია
|

მთავარი » 2009 » აგვისტო » 5 » 2009-08-03 16:21 - იურმალას ორი გამარჯვებული
13:13 2009-08-03 16:21 - იურმალას ორი გამარჯვებული |
იურმალას ორი გამარჯვებული
 |
უპრეცედენტო
შემთხვევა იურმალას ფესტივალზე. პირველი ადგილი ქულების რაოდენობით
ერთდროულად ორმა კონკურსანტმა - უკრაინელმა ჯამალამ და ინდონეზიელმა სანტი
სანდორამ გაიყო. შესაბამისად თითოეული 50 ათასი ევროს მფლობელი გახდა.
მეორე ადგილი იტალიელმა, მესამე კი რუსმა შემსრულებელმა მოიპოვა.
საქართველოს სახელით მოასპარეზე ლიკა მეოთხე ადგილზე ლატვიელ აიშასთან
ერთად გავიდა. „ახალი ტალღის" სპეციალური პრიზი - 50 ათასი დოლარი,
რომელსაც ტრადიციულად ფესტივალის მუზა ალა პუგაჩოვა აწესებს, უკრაინელმა
მილა ნიტიჩმა მიიღო. წელს კონკურსში მონაწილეობაზე ქართულმა მხარემ უარი
განაცხადა, რის შემდეგაც ფესტივალის კონკურსანტი რუსეთში მცხოვრები
მომღერალი ლიკა ხანთაძე გახდა. ნახეთ „იავნანა" ლიკას შესრულებით.
|
|
|
კატეგორია: საზოგადოება |
ნანახია: 937 |
დაამატა: iTV
| რეიტინგი: 2.0/1 |
|
|