iTV ტელევიზია
ძებნა
Advertise
Login form
ნავიგაცია
სიახლეები [35]
პოლიტიკა [32]
საზოგადოება [16]
ეკონომიკა [5]
რეგიონები [3]
ტოქშოუ [0]
ახალი ამბები [27]
ჩვენებურები [2]
Advertise



TV არხები
საათი
Advertise

ვალუტა
ამინდი
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
მებობრები


მთვლელი
საიტზე არიან


free counters





მთავარი » 2009 » აგვისტო » 6 » 2009-08-06 16:00 - დაეხმარეთ საქართველოს ”ბაიდენის კრიტერიუმებთან” დაახლოვებაში
16:06
2009-08-06 16:00 - დაეხმარეთ საქართველოს ”ბაიდენის კრიტერიუმებთან” დაახლოვებაში

დაეხმარეთ საქართველოს ”ბაიდენის კრიტერიუმებთან” დაახლოვებაში

GEORGIA-VOTE-GACHECHILADZE ამ სათაურით Financial times ლევან გაჩეჩილაძის სტატიას აქვეყნებს. თარგმანი foreignpress-ს ეკუთვნის. „ბატონებო, თქვენს სტატიაში "აშშ საქართველოს მხარდაჭერას ჰპირდება" საუბარია იმ დამაიმედებელ სიგნალებზე, რომლებიც ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის აგრესიის საპასუხოდ ჩვენს ქვეყანას გამოუგზავნა, თუმცა იმავდროულად, ბატონ ბაიდენს საქართველოს მთავრობისთვის კარტ-ბლანში არ მიუცია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დემოკრატიის გაღრმავებისთვის საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთებაა აუცილებელი. ოპოზიციის განცხადებებზე, რომ "დემოკრატიის გადატვირთვის ღილაკზე" ხელის დასაჭერად ჩვენ აშშ-ს დახმარება გვჭირდება, ბატონმა ბაიდენმა პარლამენტის წინაშე გამოსვლისას საქართველოსთვის დემოკრატიულობის რამდენიმე კრიტერიუმი ჩამოაყალიბა: "ვარდების რევოლუცია" მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც მთავრობა გამჭვირვალე, პასუხისმგებელი გახდება და მთლიანად ჩაერთვება საზოგადოებასთან თანამშრომლობაში; როდესაც თქვენ სრულად გადაწყვეტთ კონსტიტუციური ბალანსის პრობლემებს პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ძალთა დაბალანსებისთვის და გაათანაბრებთ ელექტორალურ სივრცეს; როდესაც მედია-საშუალებები მთლიანად დამოუკიდებელი და პროფესიონალური გახდება და საზოგადოებას მიაწოდებს ინფორმაციას, რომელიც მათ აწონ-დაწონილი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას მისცემს და აიძულებს მთავრობას მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე აგონ პასუხი; როდესაც სასამართლო გარე გავლენებისგან თავისუფალი გახდება და მყარად დამკვიდრდება კანონიერება და როდესაც ხელისუფლების ცვლა მოხდება მშვიდობიანი, კონსტიტუციური და დემოკრატიული გზით და არა ქუჩის საპროტესტო აქციებით." საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი თავად ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, თუმცა იმისთვის რომ ჩვენი პრეზიდენტი ვაიძულოთ "ბაიდენის კრიტერიუმებს" შეესაბამებოდეს, ჩვენ ჩვენი უცხოელი მეგობრებისა და მოკავშირეების დახმარება დაგვჭირდება. იმედი გვაქვს, რომ აშშ-ს მთავრობა და დიდი ბრიტანეთი საერთაშორისო ზეწოლას არ შეწყვეტენ და საქართველოში ცვლილებების მოთხოვნას განაგრძობენ დღესაც, როდესაც ბაიდენის ვიზიტის ირგვლივ აჟიოტაჟი ჩავლილია. ლევან გაჩეჩილაძე, ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, 2008 წელი. მოძრაობა "დაიცავი საქართველო"-ს თანა-დამფუძნებელი.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 711 | დაამატა: iTV | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

Copyright iTVCompany© 2026





Designed and Programmed by © iTVCompany

Main   Advertise   Contact   Register