|
iTV ტელევიზია
|

მთავარი » 2009 » აგვისტო » 6 » 2009-08-06 21:10 - ფორმულა განწყობისათვის: ჭანტურია – დირექტორი გამსახურდია – მოადგილე
22:20 2009-08-06 21:10 - ფორმულა განწყობისათვის: ჭანტურია – დირექტორი გამსახურდია – მოადგილე |
ფორმულა განწყობისათვის: ჭანტურია – დირექტორი გამსახურდია – მოადგილე
 |
გია
ჭანტურია არ მალავს, რომ, თუკი სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის
გენერალურ დირექტორად აირჩევს, მოადგილედ გიორგი გამსახურდიას დანიშნავს.
ყუბანეიშვილის წასვლის შემდეგ ჭანტურიას ხელისუფლების კანდიდატს უწოდებენ
და ამბობენ, რომ უალტერნატივოა. იგი მეორე ტურში გიორგი კაჭარავასა და
ზვიად ქორიძესთან ერთად გავიდა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების
ინიციატივით მაუწყებლის წინ გამართულ აქციაზე ასეთი ლოზუნგებიც გამოჩნდა -
ჩვენ არ გვინდა ჰომოფობი და სექსისტი დირექტორი. ეს ლოზუნგები გია
ჭანტურიას ერთიწლისწინანდელ გამონათქვამს მოჰყვა, როდესაც ჟურნალის მიერ
მოწყობილ დისკუსიაში მისი ფრაზა სექსუალური უმცირესობის დისკრიმინაციად
შეფასდა.
იღებს თუ არა გენერალური პროდიუსერი პასუხისმგებლობას განვლილ ერთ წელზე,
რას პასუხობს პრეტენზიებს, მიიჩნევს თუ არა თავს ხელისუფლების კანდიდატად,
როგორ აფასებს პირველი არხის საინფორმაციო პოლიტიკას და აპირებს თუ არა
გამარჯვების შემთხვევაში მოადგილედ გიორგი ზვიადის ძე გამსახურდიას
დანიშვნას, ნახეთ ინტერვიუ გენერალური დირექტორობის კანდიდატთან.
|
|
|
კატეგორია: პოლიტიკა |
ნანახია: 785 |
დაამატა: iTV
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|