|
iTV ტელევიზია
|
მთავარი » 2009 » აგვისტო » 6 » 2009-08-06 21:23 - ვინ არის შემდეგი
22:24 2009-08-06 21:23 - ვინ არის შემდეგი |
2009-08-06 21:23 - ვინ არის შემდეგი
 |
მოძრაობა
„ერთიანი საქართველოსთვის" რუსთავის ორგანიზაციის წევრი დღეს საკუთარ
საცხოვრებელ სახლთან სასტიკად სცემეს. გოჩა კოკაიშვილს დაახლოებით სამი
საათისთვის 10-მდე ნიღბიანი დაესხა თავს და ხელკეტებით გაუსწორდა. ყოფილი
პოლიციელი მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს. ორი შვილის მამა
აცხადებს, რომ, თუ ქვეყანაში ოპოზიციურად მოაზროვნე ადამიანების მიმართ
ტერორი არ შეწყდება, ის იძულებული გახდება პოლიტიკური თავშესაფარი
მოითხოვოს. დღევანდელ ინციდენტს თვითმხილველებიც ჰყავს. ისინი ამბობენ,
რომ თავდამსხმელები ორი მსუბუქი მანქანით იყვნენ და ადგილი საპატრულო
პოლიციის თანამშრომლების გამოჩენამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვეს.
|
|
|
კატეგორია: პოლიტიკა |
ნანახია: 801 |
დაამატა: iTV
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|