2009-08-19 11:37 - პენსიონერს შვილიშვილისთვის ნაყიდი სასკოლო ნივთების განბაჟებას თხოვენ
 |
ბათუმში
მცხოვრები 80 წლის მერი ლაცაბიძე ამტკიცებს, რომ 4 კილოგრამამდე და 140
ლარის ღირებულების საქონელი სარფის საბაჟოზე უკანონოდ ჩამოართვეს.
პენსიონერი ყვება, რომ მებაჟეებმა შვილიშვილისთვის ნაყიდი სასკოლო
ნივთების განბაჟება მოსთხოვეს. ქალბატონმა, რომელიც ექვსსულიან ოჯახს
არჩენს, წერილი პრეზიდენტ სააკაშვილს მიწერა და შემოსავლების სამსახურის
აჭარის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელსაც შეხვდა, მაგრამ მცდელობამ
ჯერჯერობით შედეგი ვერ გამოიღო. ნახეთ სიუჟეტი ბათუმიდან.
|
|