iTV ტელევიზია
ძებნა
Advertise
Login form
ნავიგაცია
სიახლეები [35]
პოლიტიკა [32]
საზოგადოება [16]
ეკონომიკა [5]
რეგიონები [3]
ტოქშოუ [0]
ახალი ამბები [27]
ჩვენებურები [2]
Advertise



TV არხები
საათი
Advertise

ვალუტა
ამინდი
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
მებობრები


მთვლელი
საიტზე არიან


free counters





მთავარი » 2009 » აგვისტო » 19 » 2009-08-19 23:00 - რუსეთის უხეირო პოლიტიკა სამეზობლოში
22:03
2009-08-19 23:00 - რუსეთის უხეირო პოლიტიკა სამეზობლოში

2009-08-19 23:00 - რუსეთის უხეირო პოლიტიკა სამეზობლოში

russiamap ანდერს ასლუნდის სტატიას Financial Times აქვეყნებს. ( foreignpress ) :

„ურთიერთობები რუსეთსა და უკრაინას შორის ყოველთვის რთული იყო. 2004 წლის "ნარინჯისფერი რევოლუციის" შემდეგ ამ ურთიერთობამა პირქუში ხასიათი შეიძინა. კონფლიქტები ხდებოდა ბუნებრივი აირის, სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობის, ყირიმში რუსული ფლოტის ბაზის, საქართველოშო ომისა და უკრაინის ნატოში სწრაფვის გამო. ასეთ შემთხვევებშიც კი ორი ქვეყნის პოლიტიკოსები ერთმანეთს იშვიათად ხვდებოდნენ.

გასულ წელს, იმ დროს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კიდევ უფრო დაძაბა კონფლიქტი, როდესაც საჯაროდ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, განცხადებები მან უკვე პრემიერ-მინისტრის სტატუსში გაიმეორა. პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის მკვეთრი წერილი პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსადმი, რომელშიც გაცხადებული იყო, რომ რუსეთი კიევში თავის ახალ ელჩს არ გაგზავნის, შემდგომი ესკალაციის მიზეზი გახდა. მედვედევის გზავნილი არ შეიცავდა რაიმე კონსტრუქციულ წინადადებას, ის მხოლოდ რუსების ძველი განაწყენების მიზეზთა ნუსხას წარმოადგენდა და აცხადებდა, რომ ყველაფერში დამნაშავე უკრაინაა.

წერილის ენა ბრეჟნევისას მოგაგონებდა, მის აცდენას რელობასთან. მედვედევი ისე ამტკიცებდა, რომ არ არსებობს უკრაინის წინააღმდეგ მიმართული რაიმე სახის რუსული საფრთხე, თითქოს არაფერი იცოდა თავისი პრემიერ-მინისტრის განცხადებების შესახებ. ის საბჭოთა სულისკვეთებით წერდა: "რუსეთი ცდილობს" - თავისი მეზობლებისთვის - "პროგნოზირებადი, ძლიერი და დამთმობი პარტნიორი იყოს" . როგორც აღნიშნა, იუშჩენკომ თავის პასუხში, კეთილი, მაგრამ ეს რთული დასაჯერებელია.

მედვედევი აშკარად იმას ისახავდა მიზნად, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩვევნებზე, რომელიც იანვარშია დაგეგმილი, გავლენა მოეხდინა. სწორედ ამიტომ გამოხატა იმის იმედი, რომ "უკრაინის ახალ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობები გამოსწორდება". იუშჩენკო შესაძლო კანდიდატი აღარ არის, რადგან თავი არაეეფექტურ მმართველად გამოავლინა. მის მაგივრად სხვა ორი წამყვანი კანდიდატი გამოიკვეთა, იულია ტიმოშენკო, მოქმედი პრემიერ-მინისტრი და ვიქტორ იანუკოვიჩი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ხოლო არსენ იაცენიუკი, ყოფილი სპიკერი, მათი ერთადერთი რეალური კონკურენტია.

მაგრამ რაც უნდა დიდი ძალისხმევა ჩადოს რუსეთმა უკრაინის არჩევნებში, როგორც უკვე ერთხელ დაადასტურა "ნარინჯისფერმა რევოლუციამ", ის თავისი მიზნების მიღწევას ვერ შეძლებს. დღეს შექმნილი ყალბი წარმოდგენის საპირისპიროდ, უკრაინაში რეალურად სეპარატიზმი არ არსებობს. კრემლმა უარი თქვა იანუკოვიჩზე, რუსულენოვანი აღმოსავლეთ უკრაინის ლიდერზე, რადგან გააცნობიერა, რომ უკრაინაში სერიოზული ლიდერი პრო-რუსული განწყობების ვერ იქნება. ამ ბოლო დროს კრემლი ტიმოშენკოს ანიჭებს უპირატესობას, როგორც ისეთ ადამიანს, ვისთანაც საქმის დაჭერა შეიძლება, მაგრამ სიყვარული არც მათ შორის არსებობს.

კრემლი უკრაინის პოლიტიკას იმის გამო ვერ აფასებს სწორად, რომ რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინაში დემოკრატიაა. რუს ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ისინი უკრაინელი პოლიტიკოსების "ყიდვას" შეძლებენ, მაგრამ იმისთვის, რომ ოფისში მოხვდნენ, უკრაინელ ლიდერებს თავისი ამომრჩევლების მოსმენა მოუწევთ და არა მოსკოვის. ასეთია ავტორიტარული მოსკოვიტების აზროვნების ტიპი - მათ სჯერათ, რომ ყველაფერი, ზევიდან და ვაშინგტონიდანაა მანიპულირებადი. რუსულ სახლმწიფო ტელევიზიებში მიმდინარე პერმანენტულმა ანტი-უკრაინულმა პროპაგანდამ კი აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობაც არსებული რუსული რეჟიმის წინააღმდეგ შემოაბრუნა.

მედვედევის განცხადება, როგორც ჩანს, პუტინისა და მედვედევის ბანაკებს შორის არსებულ კონკურენციას ასახავს. სწორედ ამ დაპირისპირებას შეაქვს დღეს მოსკოვის პოლიტიკის წარმოების პროცესში არეულობა. პუტინმა თავის სამარკო ნიშნად უკრაინაზე თავდასხმა აქცია და მედვედევმაც დონე უნდა შეინარჩუნოს. ამ დავის გამო რუსეთის ეკონომიკური პოლიტიკა ზარალდება, ასევე შესაძლოა უკრაინისაც დაზარალდეს.

რუსეთის საგარეო პოლიტიკის უფრო ძირეული პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყნის მმართველებმა არ იციან, როგორ დაიჭირონ საქმე თავის პოსტ-საბჭოთა მეზობლებთან. მათი პოლიტიკური მიზნები აღრეულია. გაზპრომს გაზის მიწოდების, ტრანსპორტირებისა და გაყიდვების მონოპოლიზება სურს. კერძო ბიზნესმენები თავისი კორპორაციების გაფართოებას ესწრაფვიან. სასოფლო-სამეურნეო სექტორი იმპორტის დაბლოკვაშია დაინტერესებული. რუსი ნაციონალისტები კვალივნდებურად ნეო-იმპერიალისტებად რჩებიან და შიდა პოლიტიკურ სივრცეში მხარდაჭერის მოსაპოვებლად პოპულისტი პოლიტიკოსები მეზობლებს ესხმიან თავს.

შედეგად კი პოსტ-საბჭოთა ქვეყნები რუსეთის გარდა ყველასთან ცდილობენ ურთიერთობების განვითარებას. ყაზახეთმა და თურქმენეთმა ჩინეთისთვის გაზის ექსპორტი გადაწყვიტეს. ყველაზე მტკიცედ დასავლეთისკენ საქართველომ და უკრაინამ იბრუნეს პირი, მაგრამ ბელორუსიაც კი, რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი ბოლო ქვეყანა, რომელსაც კრემლი ყელში ამოუვიდა, დღეს უკვე სხვა ვარიანტების ძიებაშია.

დასავლეთმა კი ასეთი დასკვნა უნდა გააკეთოს - იმისდა მიუხედავად, თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, მან უკრაინის მხარდაჭერა უნდა განამტკიცოს. ჯო ბაიდენმა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, კიევში ამ ბოლოდროინდელი ვიზიტის დროს ეს პოზიცია უფრო ცხადი გახადა, ხოლო ევროპა ინტეგრაციის ძალისხმევას აგრძელებს, განსაკუთრებით კი მომავალი ევროპული თანამშრომლობის შეთანხმებით ვაჭრობის სფეროში."

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 770 | დაამატა: iTV | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

Copyright iTVCompany© 2026





Designed and Programmed by © iTVCompany

Main   Advertise   Contact   Register