|
iTV ტელევიზია
|

მთავარი » 2009 » აგვისტო » 21 » 2009-08-21 14:00 - ბესელიას საკურორტო თავისტკივილი
14:11 2009-08-21 14:00 - ბესელიას საკურორტო თავისტკივილი |
2009-08-21 14:00 - ბესელიას საკურორტო თავისტკივილი
 |
ეკა
ბესელიას შვილსა და ძმას – რატი მილორავასა და სერგო ბესელიას ბრალი
სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით წაუყენეს. მათ და კიდევ ორ პირს
– ვალერი კირვალიძესა და როინ ცაგარელს პოლიციის თანამშრომლებისთვის
წინააღმდეგობის გაწევა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება
ედებათ ბრალად.
შსს-ს განმარტებით, „დასახელებულმა პირებმა 2009 წლის 19 აგვისტოს
ქობულეთში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დავით ჯაფარიძეს.
კონფლიქტი დაიწყო კაფე-ბარ ელზაში, რა დროსაც მას და მის მეუღლეს მიაყენეს
სიტყვიერი შეურაცხყოფა. ინციდენტი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში,
რის შედეგადაც კაფე-ბარ „ელზას“ თანამშრომლების მიერ გამოძახებული იქნა
პოლიცია“. ეკა ბესელია შვილისა და ძმის დაკავებას პოლიტიკურ
ანგარიშსწორებას უწოდებს.
|
|
|
კატეგორია: სიახლეები |
ნანახია: 735 |
დაამატა: iTV
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|