2009-08-22 12:50 - მოზარდი და ინვალიდი გროზნოში ტერაქტებს აწყობდნენ
 |
ჩეჩნეთის
სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებმა იმ თვთმკვლელი ტერორისტების
ვინაობა დაადგინეს, რომელთაც გროზნოს ცენტრში აფეთქებები მოაწყვეს. ამის
შესახებ ინფორმაციას ჩეჩნეთის შს მინისტრი რუსლან ალხანოვი ავრცელებს.
ალხანოვის ინფორმაციით, ერთ-ერთი ტერორისტი გროზნოს მკვიდრი 1991 წელს
დაბადებული, წარმოშობით არღუნელი ილიას ბალატოვია, მეორე კი 1985 წელს
დაბადებული შამილ სალთახანოვი, რომელიც მესამე ჯგუფის ინვალიდია.
ალხანოვმა აღნიშნა, რომ მილიციის თანამშრომლებმა უდანაშაულო ადამიანების
მასობრივი მკვლელობების ფაქტები საკუთარი სიცოცხლის ფასად აღკვეთეს.
ტერორისტული აქტების ორგანიზატორებს სწორედ ეს მიზანი ამოძრავებდათ.
ჩეჩნეთის შს სამინისტროს ინფორმაციით, ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა 21
აგვისტოს, 13:10-დან 13:40 საათამდე ქუჩაში რამდენიმე ასაფეთქებელი
მოწყობილობა აამოქმედეს, შედეგად კი მილიციის ოთხი თანამშრომელი დაიღუპა.
აფეთქებები პერვომაისკის და მაიაკოვსკის ქუცებზე მოხდა. |
|