iTV ტელევიზია
ძებნა
Advertise
Login form
ნავიგაცია
სიახლეები [35]
პოლიტიკა [32]
საზოგადოება [16]
ეკონომიკა [5]
რეგიონები [3]
ტოქშოუ [0]
ახალი ამბები [27]
ჩვენებურები [2]
Advertise



TV არხები
საათი
Advertise

ვალუტა
ამინდი
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
მებობრები


მთვლელი
საიტზე არიან


free counters





მთავარი » 2009 » აგვისტო » 22 » 2009-08-22 13:10 - იარაღის კონტრაბანდის ბრალდებით ქართველები დააკავეს
13:40
2009-08-22 13:10 - იარაღის კონტრაბანდის ბრალდებით ქართველები დააკავეს

2009-08-22 13:10 - იარაღის კონტრაბანდის ბრალდებით ქართველები დააკავეს

Philippines Arms Smuggling ფილიპინებში იარაღის კონტრაბანდის ბრალდებით პანამის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი Captain Ufuk-ი დააკავეს. გემზე, რომლის კაპიტანიც სამხრეთაფრიკელია, 13 ქართველი მატროსი იმყოფებოდა. თუმცა, საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკავებულთა შორის საქართველოს მოქალაქე მხოლოდ შვიდია. Captain Ufuk-ი პანამაშია დარეგისტრირებული. ის ფილიპინების პროვინცია ბატაანის სანაპიროსთან დააკავეს. ოპერაციაში ფილიპინების საბაჟო სამსახურის, სანაპირო დაცვის და პოლიციის ძალები მონაწილეობდნენ. სააგენტო "ესოშეითედ პრესის" ინფორმაციით, ფილიპინების ხელისუფლებამ გემზე 5 ყუთი აღმოაჩინა, რომელშიც "გალილის" სისტემის 50 ავტომატი, 45 ხიშტი და 120 ცარიელი მჭიდი იყო მოთავსებული. ინტერნეტგამოცემა ISRA.com-ის ინფორმაციით, გემი ნავსადგურში წინასწარი შეტყობინების გარეშე გამოჩნდა. რამაც ადგილობრივი საგადასახადო სამსახურები დააეჭვა. დოკუმენტების თანახმად, ტვირთი პორტ ბატანგაში უნდა გადაეტანათ, რომელიც სამხრეთ მანილაში, კუნძულ ლუსონზე მდებარეობს. ISRA.com -ის ინფორმაციით, ფილიპინების ხელისუფლება შიშობს, რომ იარაღი ამბოხებულთა დაჯგუფებისთვის ან რომელიმე ბანდფორმირებისთვის იყო განკუთვნილი. ინტერნეტგამოცემის ინფორმაციით, ეკიპაჟის ქართველი წევრები ინგლისურად ვერ საუბრობენ. მათ ვერც ტვირთის დანიშნულება ახსნეს და ვერც დოკუმენტაცია წარმოადგინეს, რომელიც ფილიპინების მხარეს სიტუაციაში გარკვევის შესაძლებლობას მისცემდა. ფილიპინების ხელისუფლება უკვე რამდენიმე ათეული წელია მუსლიმ და კომუნისტ ამბოხებულებს ებრძვის. ამ ბრძოლაში დაახლოებით 160 ათასი ადამიანი დაიღუპა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქმეში გარკვევა ამერიკაში საქართველოს საელჩოს და ვაშინგტონში საქართველოს საკონსულოს დაავალა.
კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 739 | დაამატა: iTV | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

Copyright iTVCompany© 2026





Designed and Programmed by © iTVCompany

Main   Advertise   Contact   Register