 |
მუსლიმთა დღესასწაულის, რამადანის დაწყების წინ, აშშ-ს პრეზიდენტმა მსოფლიო მუსლიმებს მიმართა.
მიმართვაში ამერიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ დიალოგის გაგრძელებას, რომელსაც რომელსაც აშშ-ი მუსლიმურ სამყაროსთან აწარმოებს.
"ველო, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დიალოგი გაგრძელდება და მოქმედებებში გადაიზრდება"
"ჩვენ ერთგულნი ვართ ჩვენი პასუხისმგებლობის, აშშ-ის ფარგლებს მიღმა
ავაშენოთ უფრო უსაფრთხო სამყარო. სწორედ ამიტომ გვსურს ომის დასრულება
ერაყაში. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ ექსტრემისტთა იზოლირებას და ხახის
ხელისუფლების განმტკიცებას ვაპირებთ ისეთ ქვეყნებში როგორიც ავღანეთი და
პაკისტანია"კ, - განაცხადა ობამამ და აღნიშნა, რომ აშშ ყოველთვის
იზრუნებს, რომ ყველა ხალხის უფლებები და თავისუფლება თანაბრად იყოს
დაცული.
"ჩვენ ვისმენდით და ჩვენ გავიგონეთ", - განაცხადა ობამამ და
დასძინა "ჩვენ, ისევე როგორც თქვენ, კონკრეტული ღონისძიებების გატარებაზე
ვართ ორიენტირებულნი, რომელიც დროთა განმავლობაში, ცვლილებებამდე
მიგვიყვანს. როგორც პოლიტიკური, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით". |