|
iTV ტელევიზია
|

მთავარი » 2009 » აგვისტო » 22 » 2009-08-22 14:00 - შვილს – გირაო, ძმას – წინასწარი პატიმრობა
13:47 2009-08-22 14:00 - შვილს – გირაო, ძმას – წინასწარი პატიმრობა |
2009-08-22 14:00 - შვილს – გირაო, ძმას – წინასწარი პატიმრობა
 |
ეკა
ბესელიას შვილის - რატი მილორავასა და ძმის - სერგო ბესელიას სასამართლო
პროცესი ქობულეთის რაიონულ სასამართლოში გვიან ღამემდე გაგრძელდა.
მილორავას სამი ათასლარიანი გირაო, ბესელიას კი ორთვიანი წინასწარი
პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.
ბესელიას შვილს და ძმას ბრალი ხულიგნობის და პოლიციისათვის წინააღმდეგობის
გაწევის მუხლებით წარედგინათ. ისინი კიდევ ორ პირთან ერთად ქობულეთის შს
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 19 აგვისტოს დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, კაფე-ბარ ‘'ელზაში'' მათ სიტყვიერი და ფიზიკური
შეურაცხყოფა მიაყენეს მოქალაქე დავით ჯაფარიძეს, დაკავებისას კი
ეჭვმიტანილებმა პოლიციის თანამშრომლებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს
სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ეკა ბესელია ბრალდებას შეთითხნილს
უწოდებს და პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს. |
|
|
კატეგორია: ახალი ამბები |
ნანახია: 760 |
დაამატა: iTV
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|