iTV ტელევიზია
ძებნა
Advertise
Login form
ნავიგაცია
სიახლეები [35]
პოლიტიკა [32]
საზოგადოება [16]
ეკონომიკა [5]
რეგიონები [3]
ტოქშოუ [0]
ახალი ამბები [27]
ჩვენებურები [2]
Advertise



TV არხები
საათი
Advertise

ვალუტა
ამინდი
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
მებობრები


მთვლელი
საიტზე არიან


free counters





მთავარი » 2009 » აგვისტო » 22 » 2009-08-22 13:43 - ევროკავშირის სახელმწიფოები გუანტანამოს ტყვეების მიღებას დათანხმდნენ
13:49
2009-08-22 13:43 - ევროკავშირის სახელმწიფოები გუანტანამოს ტყვეების მიღებას დათანხმდნენ

2009-08-22 13:43 - ევროკავშირის სახელმწიფოები გუანტანამოს ტყვეების მიღებას დათანხმდნენ

guantanamo Observer ლი ფილიპსის სტატიას აქვეყნებს. ( foreignpress ) : „ევროკავშირის წევრი ექვსი ქვეყანა, გუანტანამოს ყურეში (კუბა) ცნობილი ობიექტიდან ყოფილი პატიმრების მიღებას დათანხმდნენ. ამის შესახებ 20 აგვისტოს გაზეთმა Washington Post-მა დაწერა

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია და ესპანეთი ის ქვეყნებია, რომლებმაც ყოფილი ტყვეების მიღებაზე თანხმობა საჯაროდ განაცხადეს. გაზეთი აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ანონიმურ ჩინოვნიკებს იმოწმებს. ადრე ვებ-გვერდზე ნათქვამი იყო, რომ ამგვარი ვალდებულება თავის თავზე ბელგიამ და არა იტალიამ აიღო.

ამ ექვსი ქვეყნის გარდა, ევროკავშირის კიდევ ოთხმა სახელმწიფომ პირადად განუცხადა თეთრ სახლს, რომ ისინი დღესდღეობით ციხეში მყოფ ადამიანებს საკუთარ ქვეყნებში დაასახლებენ. ევროკავშირის კიდევ ხუთი წევრი სახელმწიფო ასეთ შესაძლებლობას ჯერ კიდევ განიხილავს.

გუანტანამოს ბანაკი 2002 წელს, მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა "ტერორიზმთან ომის" შედეგად დაკავებული პატიმრებისთვის შექმნა. მას შემდეგ 540 პატიმარზე მეტი გუანტანამოდან 30-მდე ქვეყანას გადაეცა. 229 ადამიანი კვლავ ადგილზე რჩება, თუმცა პრეზიდენტმა ობამამ პირობა დადო რომ ობიექტს 2010 წლის იანვრისთვის დახურავს.

80-მდე პატიმარი უკვე სცნეს უდანაშაულოდ და მათი გათავისუფლება შესაძლებელია, თუმცა ამერიკის ხელისუფლებას პრობლემები შეექმნა იმ ქვეყნების მოძიების საქმეში, რომლებიც ამ პატიმრებს მიიღებდნენ. გარდა ამისა, მთავრობა წინააღმდეგობას წააწყდა კონგრესის მხრიდან, რომელსაც არ სურს, რომ ეს ტყვეები ამერიკის მიწაზე დასახლდნენ.

მათგან, დაახლოებით 50-მდე ადამიანი ალჟირიდან, ჩინეთიდან, ლიბიიდან, პალესტინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რუსეთიდან, სირიიდან, ტაჯიკეთიდან, ტუნისიდან და უზბეკეთიდან არიან. ისინი სამშობლოში ვერ ბრუნდებიან, რადგან პრობლემების ეშინიათ.

The Washington Post -ი ასევე იტყობინება, რომ წყნარ ოკეანეში ბერმუდის და პალაუს კუნძულები ყოფილი პატიმრების მიღებაზე დასთანხმდნენ და აშშ-მ ამ მხრივ "პოზიტიური" მოლაპარაკებები გამართა ავსტრალიასა და საქართველოსთან.

იმავე ჩინოვნიკების თქმით, ვაშინგტონმა ფორმალური განაცხადი გააკეთა და გუანტანამოს ყოფილი პატიმრების დასახლებაზე მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს სპარსეთის ყურის, სამხრეთ-აფრიკისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან.

თერთმეტი ტყვე საკუთარ სამშობლოში ბერმუდებზე უკვე გაიგზავნა - მათ ასევე მიიღეს ოთხი უიგური ჩინეთიდან. 13 ასეთ ტყვეს პალაუს კუნძულებიც მიიღებს."

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 744 | დაამატა: iTV | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

Copyright iTVCompany© 2026





Designed and Programmed by © iTVCompany

Main   Advertise   Contact   Register