 |
ჯოშუა
ფოსტის სტატიას Columbia journalism review აქვეყნებს. ( foreignpress ) :
„დაახლოებით ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი მისი პატარა
სამხრეთელი მეზობლის, საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა. ის თუ რატომ და
როგორ მოხდა ეს ყველაფერი, სერიოზული დავის საგანია: მხარეები ღვარძლით
განიხილავენ იმ საკითხს, თუ ვინ დაიწყო სინამდვილეში კონფლიქტი და ასეთივე
ღვარძლით ერთმანეთს აგენტობასა და პრესის მოსყიდვაში ადანაშაულებენ.
ამ დაუსრულებელ დავაში, მართლაც საინტერესოა მედიის როლი. ორი
აჯაყებული რეგიონი, აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი, რომლებიც
საქართველო-რუსეთის დავის ცენტრალურ თემას წარმოადგენენ, მათი საჯარო
იმიჯის წარმოდგენისთვის თვეში 30 000 დოლარს კომპანია Saylor-ს უხდიან -
ლოს-ანჯელესში ბაზირებულ საზოგადოებასთან ურთიერთობის ფირმას, რომლის
დამფუძნებელი Los Angeles Times-ის ყოფილი მთავარი რედაქტორი მარკ
სეილორია. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღემდე არ ჩამოდის
ამერიკული გაზეთების წამყვანი გვერდებიდან, სადაც ბაქიაობს, თუ როგორი
დიდებულია მისი ქვეყანა და ის რუსული აგრესიის როგორი უდანაშაულო
მსხვერპლია.
პრეზიდენტ სააკაშვილს ამ მხრივ სერიოზული მხარდაჭერა აქვს.
Forbes-ის მელიკ კაილანი, რომელიც ერთხელ ტრაბახობდა, თუ როგორ მოცალეობდა
ის ბატონ სააკაშვილთან ერთად გრინვიჩში მისი მდიდარი მეგობრის ვილაზე და
საქართველოს პრეზიდენტის არაოფიციალური მედია-მრჩეველი გახდა. სწორედ მან
ურჩია სააკაშვილს წინასწარ მიეღო ზომები ამერიკულ მედიაში რუსეთის
წინააღმდეგ.
კაილანის რჩევა უკიდურესად აპოკალიპტურ ტერმინებში შეიფუთა,
რუსეთი ახალ საბჭოთა კავშირად წარმოჩინდა. ნაწილობრივ, ეს რუსეთის ბრალია:
უკეთეს შემთხვევაში, მათ არ ესმით ამერიკაში კარგად რა მუშაობს (ან ეს
უბრალოდ არ ანაღვლებთ). მეორეს მხრივ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განათლება
კოლუმბიის უნივერსიტეტში მიიღო და არ უჭირს ამერიკელი რეპორტიორების
მოხიბვლა. ასე მოხდა, როდესაც საქართველოს მთავრობამ შეძლო Associated
Press-ის რეპორტიორის იმაში დარწმუნება, რომ მას "ხომ, გამოგიჭირე!"
ეთამაშა სამხრეთ-ოსეთის ადამიანის უფლებების დამცველთან და კამერის წინ ის
რუსეთის სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობაში დაედანაშაულებინა.
საქართველომ მისი კამპანია ინგლისურენოვან ვებ-გვერდებზეც
გაააქტიურა. მაგალითად, GeorgiaUpdate.gov.ge დასავლურ აუდიტორიას
მოვლენებზე საქართველოს ხელისუფლების თვალსაზრისს აწვდის. საქართველოს
მთავრობას ხელი ჰოლივუდზეც მიუწვდა: ჯოშუა კუცერა, თავისუფალი ჟურნალისტი,
რომელიც რეგიონში მოგზაურობდა, ახლახანს წერდა, თუ როგორ ცდილობდა თბილისი
კინო-დოკუმენტალისტების გადმობირებას, რომ მათ აგვისტოს ომში საქართველოს
როლი პოზიტიურად წარმოეჩინათ.
თავად კუცერა მსგავსი ნარატივის შექმნისთვის რუსული ძალისხმევის
სამიზნე იყო. შარშან მან The Atlantic-ში გვიამბო, თუ როგორ ცდილობდა
მამაკაცი სახელად ვლადიმერი მის მოსყიდვას, რათა რუსეთზე პოზიტიური ამბავი
მოეთხრო. მას სასწრაფოდ ეწვივნენ გამოძიების ფედერალური ბიუროს
წარმომადგენლები, რომლებიც მისი კავშირებით ძალიან ჩანდნენ
დაინტერესებულები.
თავის მხრივ, რუსეთს გარე სამყაროსთვის საკუთარი ისტორიის
მიწოდების მხრივ ნაკლებად უმართლებს. ჯერ ერთი, მისი ინგლისურენოვანი
საინფორმაციო ვებ-გვერდები დიდწილად პათეტიკურია. მაგალითად "რია ნოვოსტი"
მისი რუსული ამბების ინგლისურენოვან ვერსიებს ყოველთვის არ აქვეყნებს.
რუსეთის წამყვანი ფიგურების თვალსაზრისს ამერიკულ გაზეთებში იშვიათად თუ
წააწყდები, მაგრამ როგორც სჩანს ეს დიდად არც ანაღვლებთ: ვიდრე,
საქართველომ ე.წ. სამოქალაქო პროპაგანდისტთა კულტივაციის პოლიტიკა
აითვისა, რუსეთს მიახლოებულადაც კი არ უზრუნია დასავლეთისთვის საკუთარი
პოზიციის მიწოდებაზე. არსებობს ამ საკითხისადმი მიძღვნილი ბლოგი, თუმცა
არც ერთ საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი, რომელიც რუსეთის საგარეო
პოლიტიკისადმი თავის კრიტიკულ აზრს ინსტიქტურად გამოსთქვამს, როგორც სჩანს
ამას დიდ ყურადღებას არც აქცევს.
ამგვარად, ვიდრე ომის ისტორია რთულია - რუსეთმა საქართველოს
პასუხის პროვოცირება მოახდინა, საქართველომ პროვოკაციას უპასუხა, რაზეც
რუსეთის პასუხს არანაირი გამართლება არა აქვს - მორალურად აშშ-ში წამყვანი
აზრი ის არის, რომ საქართველო ექსპანსიონისტი რუსეთის უდანაშაულო
მსხვერპლია. The New York Times-მა შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა და ომის
მონაწილე ორივე მხარეს თავის გვერდები დაუთმო. კრის ჩივერსი თავის
სპეციფიკურად გრძელ პუბლიკაციებში ხსნიდა თუ როგორ ამართლებდნენ მხარეები
თავიანთ ქმედებებს, მაგრამ როგორც სჩანს მოვლენის დაბალანსებული გაშუქება
აქ სრულდება.
Times-ის ფარგლებშიც კი რედაქტორები ვერ ხედავენ წინააღმდეგობას
საქართველოს მთავრობის მიერ მისი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ
განხორციელებულ რეპრესიებზე გამოქვეყნებულ ცნობებსა და იმ სარედაქციო
წერილებს შორის, რომლებსაც შემდეგ თავად წერენ: თუ როგორ უბიძგეს
პრეზიდენტმა ბუშმა და რუსებმა პრეზიდენტ სააკაშვილს ომისკენ, რომელშიც ის
ვერ გაიმარჯვებდა. მოვლენების ამგვარი გაშუქება მთლიანობაში ძალიან
არათანმიმდევრულია.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ მეტა-ომი საქართველო-რუსეთის ომის გამო
დასრულებულია. უნდა ითქვას, რომ საქართველო ინგლისურენოვან პრესაში დიდი
უპირატესობით სარგებლობს (რუსულში, საპირისპირო მდგომარეობა აქვს). ჩვენ
კვლავ გვყავს კონსერვატორები, რომლებიც უგულო რუსულ აგრესიას გმობენ.
არსებობს აქა-იქ მიმობნეული ისტორიებიც, რომ რუსეთი სინამდვილეში არ არის
კავკასიის ყველა უბედურების სათავე, მაგრამ ასეთ ისტორიებს ამერიკულ
ომებზე ცნობები ფარავს. არსებობს რუსული სააგენტოები, რომლებიც ცდილობენ
საკუთარ პოზიციას სიტყვა შეაწიონ, მაგრამ აბა სად იპოვი ისეთ ენერგიულ
ამერიკელს, რომელიც მოსკოვის საინფორმაციო გვერდების მიერ ამ თემაზე
მოთხრობილ სიმართლეს დაუჯერებს? იმავდროულად ამ კონფლიქტში წამყვანი
გვერდები უცნაურად დუმან საქართველოს პერსონალურ როლსა და იმ
ქედმაღლობაზე, რომლითაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ ამერიკა
თავით გადაეშვებოდა მის დასახმარებლად, როდესაც რუსეთმა ცხინვალზე მის
შეტევას უპასუხა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ომი საქართველოს ომის გამო
დასრულებისგან შორსაა. შარშანდელი ომის შემდეგ, მილიარდი დოლარის
დახმარების მიღების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა დარწმუნებული არ
არის ამერიკის მხარდაჭერაში და ამგვარად, პრო-ქართული გულმხურვალე
მხარდაჭერის კვალდაკვალ უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება, სანამ რუსეთი არ
გადაწყვეტსს, რომ საპასუხო დარტყმის დრო დადგა." |