2009-08-24 14:40 - შტორმის 4 მსხვერპლი
 |
შტორმმა
ქობულეთში ოთხი ადამიანი იმსხვერპლა. ოთხივე გარდაცვლილი დამსვენებელია -
გელა კალანდარიშვილი, მიხეილ უგულავა, დავით ჯანელიძე და დავით აფციაური.
მაშველებმა ზღვიდან სამი მათგანის გამოყვანა მალევე შეძლეს, მაგრამ ვერც
ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. წლევანდელ საკურორტო სეზონზე
უბედური შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.
|
|