2009-08-25 13:25 - შფოთი ქართული ჯარის წვრთნის გამო
 |
ამერიკის
შეერთებული შტატების მიერ ქართული შეიარაღებული ძალების წვრთნების
აღდგენის თაობაზე Daily Nations წერს. სტატია foreignpress.ge-მ თარგმნა:
ჯეფ მორელმა შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა
პირმა განაცხადა, რომ - "განახლდება საქართველოს ჯარის წვრთნები, რათა
ავღანეთსა და ერაყში გასამგზავრებლად ის ნატო-ს სტანდარტებთან
შესაბამისობაში მოვიდეს"
პირველი ამერიკელი ინსტრუქტორი ამ თვის დასაწყისში საქართველოში, თბილისში
ჩავიდა.
პენტაგონის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ამ განზრახვებზე რუსეთს აცნობეს.
მორელი შეეცადა რუსეთისთვის აეხსნა, რომ წვრთნები არ გულისხმობს ქართული
არმიის მომზადებას ახალი სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციისთვის,
ისეთისთვის, როგორიც 2008 წლის აგვისტოში მოხდა.
მორელმა აღნიშნა, რომ აშშ მზად იყო საქართველოს არმიის გაწვრთნასთან
დაკავშირებით რუსეთის უკიდურესად ნეგატიური რეაქციისთვის.
თავისთავად ცხადია, რომ რუსეთის ფედერაციას სხვაგვარი რეაქცია არც
შეიძლება ჰქონოდა.
პირველი წვრთნები
მსოფლიოს ახსოვს, ქართული არმიის პირველი წვრთნები, რომელიც 2001 წელს
დაიწყო. სამი წლის შემდეგ ამ არმიამ პირველად სცადა სამხრეთ-ოსეთის
ოკუპირება, თუმცა მაშინ ისეთი სრულმასშტაბიანი ოპერაციები, როგორიც 2008
წლის აგვისტოში იყო არ ჩატარებულა. 12 აგვისტოს სამხრეთ-ოსეთის ომის
დასრულების ერთი წლისთავი იყო.
მაგრამ ომიდან ერთი წლის შემდეგ, ქართული ჯარის მდგომარეობა ოდნავ
განსხვავდება იმისგან, რაც ომამდე იყო.
დამოუკიდებელი ექსპერტების გათვლით, საქართველოს ძლიერ არმიაში 28500
სამხედროა. ნაციონალურ ჟანდარმერიაში 6500 მოსამსახურეა, შინაგან საქმეთა
სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტში 5500, ხოლო რეზერვისტების
რაოდენობა 100 000-ს უდრის.
პირველივე შეხედვით ცხადია, რომ აშშ საქართველოს ეხმარება, მათი
ვერტმფრენები აშშ-შია დამზადებული. გარდა ამისა პენტაგონმა განაცხადა, რომ
საქართველოს სამხედრო დახმარებას გაუწევს და ამ დახმარების ოდენობა $16
მილიონია.
მაგრამ ეს იმაზე არ მიუთითებს, რომ საქართველოს სამხედრო აღჭურვილობით
უშუალოდ აშშ ამარაგებს. არსებობენ სხვა ქვეყნები - უკრაინა,
აღმოსავლეთ-ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც მათი სამხედრო
აქტივობის კოორდინირებას ვაშინგტონთან ახდენენ.
ქართული ჯარი 2001 წლის 11 სექტემბრიდან 2008 წლის აგვისტომდე შესამჩნევად
შეიცვალა. ამერიკელმა სამხედროებმა დაიწყეს ქართული კონტინგენტის
თრეინინგი და მათი ინფრასტრუქტურა ნატო-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში
მოიყვანეს.
2008 წლისთვის საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი 1 მილიარდ დოლარს შეადგენდა
და მის ჯარში 33000 ადამიანი მსახურობდა.
ელისაბედ ჰინტერმა, პენტაგონის სპიკერმა, სამხრეთ-ოსეთში ომის დასრულების
შემდეგ განაცხადა, რომ აშშ საქართველოს არ ამარაგებდა იარაღით.
აშშ-მ შარშან, კავკასიაში მომხდარი ომის გამო შეჩერებული ქართული ჯარის
წვრთნების აღდგენა გადაწყვიტა. |
|