2009-08-25 13:26 - რუსეთი უკრაინას საქართველოს გამო ადანაშაულებს
 |
ტელეკომპანია
ბიბისი გასული წლის აგვისტოს ომში უკრაინის მონაწილეობაზე ოფიციალური
მოსკოვის ბრალდებას ეხმაურება.
პუბლიკაცია foreignpress.ge-მ თარგმნა:
გასული აგვისტოს ქართულ-რუსული ხანმოკლე ომის დროს უკრაინული ჯარი
ქართველებთან ერთად იბრძოდა, განაცხადეს მოსკოველმა პროკურორებმა.
რეგულარული არმიის ჯარისკაცები და უკრაინული ნაციონალისტური ჯგუფის 200
წარმომადგენელი მონაწილეობდნენ ბრძოლებში, განაცხადა გენერალური
პროკურორის ოფისმა.
განცხადება მოსკოვსა და კიევს შორის გართულებულ ურთიერთობებს დაემთხვა.
უკრაინა უარყოფდა, რომ ის ეხმარებოდა ქართველებს სეპარატისტულ რეგიონზე,
სამხრეთ ოსეთზე კონტროლის დაბრუნების მცდელობაში.
ითვლება, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსმა ოფიციალურმა პირმა,
მოსკოვსა და კიევს შორის გამართულ ხანგრძლივ სიტყვიერ ომში, რომელიც ამ
კონფლიქტის გამო მიმდინარეობს, ასე პირდაპირ წამოაყენეს ბრალდებები,
იტყობინება BBC-ის კორესპონდენტი რიჩარდ გალპინი მოსკოვიდან.
"ანტი-რუსული პოლიტიკა"
"ჯარისკაცები უკრაინის თავდაცვის სამინისტროს რეგულარული ქვედანაყოფიდან
და ნაციონალისტური ორგანიზაციის (UNA-UNSO) სულ ცოტა 200 წევრი
მონაწილეობდა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ მიმართულ შეიარაღებულ აგრესიაში"
ნათქვამია რუსეთის გენერალური პროკურატურის ორშაბათის განცხადებაში.
ოფისის სპიკერმა განაცხადა, რომ ამოღებულია ანტი-საჰაერო აღჭურვილობა და
დაასახლა პროცესებში ჩართული UNA-UNSO-ს წევრები.
მან ასევე განაცხადა, რომ ხელთ აქვს მტკიცებულებები - უნიფორმები,
ფოტოსურათები და სხვა პირადი მოხმარების საგნები.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, კონსტანტინე სადილოვმა AP-ს
განუცხადა, რომ ომში არ უბრძოლია უკრაინული შეიარაღებული ძალების არც ერთ
წარმომადგენელს, თუმცა არ გამოურიცხავს, სხვა უკრაინელების მონაწილოების
შესაძლებლობა.
ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის უარესობისკენ შემოტრიალდა ამ თვის
დასაწყისში, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკრაინას
ანტი-რუსული პოლიტიკის წარმოებაში დასდო ბრალი.
მან დამატებით აღნიშნა, რომ უკრაინულ-რუსული ურთიერთობების გამოსწორების
იმედი მანამდე არ არსებობს, სანამ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო
თანამდებობაზე რჩება. |
|