2009-08-25 13:32 - 2 მილიონიანი ძარცვა 39 წამში
 |
ქურდობა
ორშაბათს ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში- ნაითსბრიჯში, საიუველირო
მაღაზია „Mozafarian"- ში მოხდა. მოტოციკლესტთა ექვსკაციან ჯგუფს
ძარცვისათვის სულ 39 წამი დასჭირდა. ამ დროის განმავლობაში მათ საიველირო
მაღაზიასთან მისვლა, კარებისა და ვიტრინების გატეხვა, ძვირადღირებული
სამკაულების მოპარვა და უკვალოდ გაუჩინარება მოახერხეს.
ბრიტანული გამომცემლობის, The Times-ის ინფორმაციით, მძარცველებმა
დაახლოებით 2 მილიონი ფუნტი სტერლინგის (2,3 მილიონი ევრო) ნივთები
გაიტაცეს. გატაცებული ნივთბიდან ყველაზე ღირებული ბრილიანტის კოლიე, 500
000 ფუნტი სტერლინგად(575 000 ევრო) არის შეფასებული.
საგანგაშო ზარის მიღებისთანავე, პოლიცია შემთხვევის ადგილზე 8 წუთში
გაჩნდა. გამტაცებლები ამ დროისათვის უკვე მიმალულიყვნენ. საბედნიეროდ,
სამსახურში, მაღაზიის ერც ერთი თანამშრომელი არ იმყოფებოდა. ქურდობის
ყველა სცენა ფარულმა კამერებმა აღბეჭდეს. გამტაცებლებს თავზე მუზარადები
ეხურათ, რაც პოლიციას მათი ამოცნობას ურთულებს. |
|