2009-08-25 19:38 - პრეზიდენტი 100–მდე პატიმარს შეიწყალებს
 |
მარიამობის
დღესასწაულთან დაკავშირებით, პატიმართა შეწყალება იგეგმება. პრეზიდენტის
სასახლეში შეკრებილმა შეწყალების სახელმწიფო კომისიამ შესაწყალებელ
პატიმართა საქმეები განიხილა. წარდგენილი 256 პატიმრიდან, პრეზიდენტი,
სავარაუდოდ, 100 - მდე პატიმარს შეიწყალებს. როგორც კომისიის წევრებმა
განაცხადეს, რეკომენდაციები არ გაიცემა იმ პატიმართა მიმართ, რომელნიც
მძიმე დანაშაულისათვის იხდიან მსჯავრს. როგორც მარიკა ვერულაშვილმა
აღნიშნა, კომისია პრიორიტეტებს ქალებსა და არასრულწლოვნებზე გააკეთებს.
|
|