როდესაც
საქმე ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება, ყველა ტრიბუნა უნდა მოისინჯოს
-აცხადებს კონსტანტინე გამსახურდია. მისივე განმარტებით, ის სწორედ ამ
მოტივით დათანხმდა უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობას. რაც შეეხება
ხელისუფლების მხრიდან თანამდებობის შესაძლო შეთავაზებას ან დეპუტატის
მანდატის აღდგენას, გამსახურდია აცხადებს, რომ ამ საკითხებზე არ უფიქრია.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ დღეს საღამოს უშიშროების საბჭოს სხდომაზე
დასწრების სურვილი გამსახურდიასთან ერთად პეტრე მამრაძემ, აკაკი ასათიანმა
და გუგული მაღრაძემ გამოთქვეს.