iTV ტელევიზია
ძებნა
Advertise
Login form
ნავიგაცია
სიახლეები [35]
პოლიტიკა [32]
საზოგადოება [16]
ეკონომიკა [5]
რეგიონები [3]
ტოქშოუ [0]
ახალი ამბები [27]
ჩვენებურები [2]
Advertise



TV არხები
საათი
Advertise

ვალუტა
ამინდი
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
მებობრები


მთვლელი
საიტზე არიან


free counters





მთავარი » 2009 » აგვისტო » 6 » 2009-08-06 16:05 - ბანკების რეიტინგი
16:08
2009-08-06 16:05 - ბანკების რეიტინგი

   ბანკების რეიტინგი

fitch-rating ქართული ბანკების ნაწილს საერთაშორისო რეიტინგები შეუმცირდათ. რადიო „კომერსანტის" ინფორმაციით, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო "ფიჩ რეიტინგმა" საქართველოს ექვსი კომერციული ბანკის რეიტინგი შეაფასა. "თიბისი ბანკის" გრძელვადიანი მონაცემები ბ დონიდან ბ პლიუსამდე გაიზარდა.

ამის მიუხედავად, ბანკს კვლავაც რჩება ნეგატიური პროგნოზი. "საქართველოს ბანკის" გრძელვადიანი რეიტინგი ისევ ბ დონეზეა დამტკიცებული - საპროგნოზო მაჩვენებლით ნეგატიური. სტაბილურიდან ნეგატიურით შეიცვალა "ბაზის ბანკის" საპროგნოზო მაჩვენებელი. "ვითიბი ბანკი ჯორჯიას" ინდივიდუალური რეიტინგი კი შემცირდა. თუმცა, გრძელვადიანი რეიტინგი კვლავ ბ პლიუსის დონეზე დარჩა. ბ პლიუს რეიტინგი შეუნარჩუნდა "პროკრედიტ ბანკს". თუმცა, მისი საპროგნოზო მაჩვენებელი ასევე ნეგატიურით განისაზღვრა.

"ფიჩის" განმარტებით, "თიბისი ბანკის" რეიტინგის გაუმჯობესება მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ბანკის აქციონერთა სტრუქტურაში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მონაწილეობის 22-დან 55-პროცენტამდე გაზრდას უკავშირდება. "ფიჩს" სჯერა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ბანკის აქციათა საკონტროლო პაკეტის ფლობა ზრდის ლიკვიდურობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების შესაძლებლობას. "თიბისი ბანკის" აქტივების დაბალი ხარისხი ზეწოლას ახდენს ბანკის საკრედიტო პროფილზე. რესტრუქტურიზებული კრედიტების წილი ბანკის მთლიან პროტფელში 21 პროცენტია, ხოლო დეველოპერული და სამშენებლო ბიზნესისთვის გაცემული კრედიტების წილი 26 პროცენტი. უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტების წილი, რაც 81 პროცენტს შეადგენს როგორც თიბისი ბანკისათვის, ასევე ყველა კომერიული ბანკისათვის წარმოადენს მნიშვნელოვან საფრთხეს და ეროვნული ვალუტის შემდომმა შესაძლოა გაუფასურებამ შესაძლოა, კრედიტების შემდგომი გაუფასურება გამოიწვიოს.

"ფიჩი", ასევე, საუბრობს "საქართველოს ბანკის" აქტივების შესახებაც. მათი განმარტებით, პრობლემური სესხების წილი ბანკის მთლიან პორტფელში პირველ კვარტალში 5%-მდე გაიზარდა. ვადაგადაცილებული სესხების მოცულობამ კი 8-დან 18- პროცენტამდე მოიმატა. "პროკრედიტ ბანკის" და "ვითიბი ბანკი ჯორჯიას" რეიტინგის შედგენისას "ფიჩმა" გაითვალისწინა მისი აქციონერების "პროკრედიტ ჰოლდინგისა" და რუსული "ვითიბი ჯგუფის" პოტენციური მხარდაჭერის შესაძლებლობა.

"ფიჩმა" ყურადღება გაამახვილა "პროკრედიტბანკის" აქტივების უკეთეს ხარისხზე სხვა ქართულ ბანკებთან შედარებით . "ვითიბი ბანკი ჯორჯიას" აქტივების ხარისხი კი "ფიჩის" შეფასებით დაბალია, ბანკის საკრედიტო პორტფელში სამშენებლო სექტორზე გაცემული კრედიტების დიდი მოცულობა და ასევე უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების მაღალი წილი ბანკის კრედიტების შემდგომი გაუფასურების რისკს ქმნის. "ბაზის ბანკის" რეიტინგის გაუარესება კი კლიენტთა სიმცირემ და მომგებიანობის დაბალმა მაჩვენებელმა გამოიწვია.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1076 | დაამატა: iTV | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 Toni   (19.09.2013 05:32) [Материал]
That's a queki-wittcd answer to a difficult question

სახელი *:
Email *:
კოდი *:

Copyright iTVCompany© 2026





Designed and Programmed by © iTVCompany

Main   Advertise   Contact   Register