 |
"საქართველო
მალე დასრულდება" - ამ ინფორმაციას რუსეთის სამხედროებზე დაყრდნობით
იჩქერიის პორტალი "kavkazcenter.com" ავრცელებს. იმავე წყაროს ცნობით,
რუსეთის არმია თბილისის გარკვეულ ობიექტებზე თავდასხმას 12 დან 15
აგვისტომდე გეგმავს. პირველ რიგში დასაბომბი შენობების სიაშია პრეზიდენტის
რეზიდენცია, ყველა დაწესებულება, სადაც სააკაშვილმა შესაძლოა თავი
შეაფაროს და ასევე სამხედრო ობიექტები. ჩეჩნების ცნობით, საქართველოში
ჯარების შეჭრის საბაბი ედუარდ კოკოითის მკვლელობა გახდება, რაც
სააკაშვილის ხელისუფლებას დაბრალდება. ამ კონტექსტშია განხილული პაველ
ფელგენგაუერის მოსაზრება აშშ-ს ნაპირებთან რუსული ფლოტის გადასროლის
შესახებ. სამხედრო ექსპერტის ვარაუდით, პუტინმა ეს გადაწყვეტიელება ომის
დაწყების შემდეგ ამერიკელების მოქმედების გასაკონტროლებლად მიიღო. |