დღეს,
ზუსტად 15.00 საათზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მდუმარე აქცია -
გაიმართა. ერთი წუთით მუშაობა შეჩერდა ყველა დაწესებულებაში, მოძრაობა
შეწყდა ქუჩებშიც. აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას საქართველოს
პრეზიდენტმა და მთავრობის წევრებმა ავლაბრის რეზიდენციის ეზოში მიაგეს
პატივი; დეპუტატებმა კი - პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე.
დუმლის აქციის შემდეგ პრეზიდენტის სასახლესა და თითქმის ყველა რეგიონში
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.
ზუსტად 15.05 საათზე კი, საქართველოს ყველა მოქმედ მართლმადიდებელ ტაძარში
ზარი დაირეკა.