მედვედევის
მიერ სარკოზისათვის მიწერილ წერილში ანდრო ბარნოვი რამდენიმე საინტერესო
აქცენტს ხედავს. ექსპერტი ფიქრობს, რომ მედვედევი წინ წევს მშვიდობის
თემას და რეგიონში სტაბილურობის აუცილებლობას. "მედვედევი ცდილობს რუსეთს
მშვიდობისმოსურნე ქვეყნის იმიჯი ჰქონდეს, თუმცა წერილი არის ერთგვარი
რეზიუმე იმისა, რასაც ბოლო წლის განმავლობაში რუსეთი აკეთებდა" - აცხადებს
ბარნოვი. ექსპერტი ფიქრობს, რომ მედვედევის მიერ დაწერილ წერილზე
მნიშვნელოვანი სარკოზის პასუხი იქნება.