საგადასახდო
კოდექსში ცვლილების თანახმად, დღეიდან საქართველოში საფოსტო გზავნილების
დაბეგვრის რეჟიმი იცვლება. აქამდე განბაჟებას მხოლოდ 1500 ლარზე მეტი
ღირებულების საფოსტო გზავნილი ექვემდებარებოდა, ახლა კი მაქსიმალური
ზღვარი 300 ლარი გახდა. ცვლილების მხარდამჭერთა მტკიცებით, გზავნილების
გამოწერამ მასობრივი ხასიათი მიიღო, ეს კი ეკონომიკური საქმიანობაა.
დღეიდან თანაბარ პირობებში ჩადგება ყველა, ვინც ეკონომიკური
საქმიანობისთვის სხვა ქვეყნიდან იმპორტს ახორციელებს.