მთავარი » 2009»აგვისტო»17 » 2009-08-16 12:15 - 12 მილიონი – პოლიტიკური სიმპათიების დასადგენად
17:21
2009-08-16 12:15 - 12 მილიონი – პოლიტიკური სიმპათიების დასადგენად
2009-08-1612:15 - 12 მილიონი – პოლიტიკური სიმპათიების დასადგენად
„მუნიციპალური
პაკეტით სარგებლობის მიზნით მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის შეფასებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების გამოვლენა" - ეს
იმ პროექტის სახელწოდებაა, რომელიც თბილისის მერიას 12 მილიონი ლარი
დაუჯდა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა განმარტებით, ოთხთვიანი
პროგრამის მიზანი „ღარიბი მოსახლეობის" მონაცემთა ბაზის დახვეწა იყო,
რისთვისაც მუნიციპალიტეტს 15 ათასი სოციალური მუშაკის დაქირავება
დასჭირდა. სტუდია „მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, გასული
წლის საპარლამენტო არჩევნების წინ განხორციელებული პროექტის რეალური
მიზანი სხვა იყო, კერძოდ - მოსახლეობის პოლიტიკური სიმპათიების დადგენა.
ნახეთ ფილმი, რომელიც ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დახმარებით
მომზადდა.