დღეს
დილით ნაზრანში მილიციის განყოფილებათან აფეთქებას 12 ადამიანი
ემსხვერპლა. რუსეთის პროკურატურის მონაცემებით, დაშავებულია სამოცამდე
ადამიანი, მათ შორის 9 ბავშვი. წინასწარი ინფორმაციით, მილიციის ეზოს
ჭიშკარი სატვირთო მანქანამ ( "Газель" ) შეანგრია, რასაც მინიმუმ 50
კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტის სიმძლავრის აფეთქება მოჰყვა. 3 კვირის
წინანდელი ტერაქტისა და გამოჯანმრთელების შემდეგ, ინგუშეთის პრეზიდენტი
მოვალეობის შესრულებას ორი დღის წინ შეუდგა. ევკუროვის განცხადებით,
დღევანდელი ტერაქტის ორგანიზატორთა მიზანი.რესპუბლიკაში ვითარების
დაძაბვაა.