მთავარი » 2009»აგვისტო»22 » 2009-08-22 14:13 - ”ელიტ ელექტრონიქსმა” ქსელი დაკეტა
14:38
2009-08-22 14:13 - ”ელიტ ელექტრონიქსმა” ქსელი დაკეტა
2009-08-2214:13 - ”ელიტ ელექტრონიქსმა” ქსელი დაკეტა
ამის
შესახებ ინფორმაციას "ელიტ ელექტრონიქსის" ვებ-გვერდი ავრცელებს : „ელიტ
ელექტრონიქსი სასამართლო დავებს ფინანსური პოლიციის მიერ უსაფუძვლოდ
დარიცხულ 7 მლნ ლარზე 2007 წლიდან აწარმოებს, პროცესი ჯერაც არ
დასრულებულა. აღნიშნული თანხის ამოღების მიზნით, საბანკო ანგარიშებს 2009
წლის 10 აგვისტოს დაედო ინკასო. კომპანია ამ პერიოდში მაინც განაგრძობდა
ნაღდი ანგარიშსწორებით მუშაობას. 21 აგვისტოს ფულის ამოღების მიზნით
სავაჭრო ობიექტებზე შევიდა საგადასახადო ინსპექცია. რის გამოც, კომპანია
ვეღარ აგრძელებს ფუნქციონირებას და ხურავს "ელიტელისა" და "ელიტ
ელექტრონიქსის" მაღაზიათა ქსელს." კომპანიის მარკეტინგის სამსახურის
უფროსმა კომენტარი ბათუმის 25-ე არხთან გააკეთა, ITV-ისთან კი
საგადასახადო სამსახურის წარმომადგენელმა მათი მხრიდან ქსელის დალუქვის
შესახებ ინფორმაცია უარყო.