„ელიტ
ელექტრონიქსი სასამართლო დავებს ფინანსური პოლიციის მიერ უსაფუძვლოდ
დარიცხულ 7 მლნ ლარზე 2007 წლიდან აწარმოებს, პროცესი ჯერაც არ
დასრულებულა. აღნიშნული თანხის ამოღების მიზნით, საბანკო ანგარიშებს 2009
წლის 10 აგვისტოს დაედო ინკასო. კომპანია ამ პერიოდში მაინც განაგრძობდა
ნაღდი ანგარიშსწორებით მუშაობას. 21 აგვისტოს ფულის ამოღების მიზნით
სავაჭრო ობიექტებზე შევიდა საგადასახადო ინსპექცია. რის გამოც, კომპანია
ვეღარ აგრძელებს ფუნქციონირებას და ხურავს "ელიტელისა" და "ელიტ
ელექტრონიქსის" მაღაზიათა ქსელს" - ეს განცხადება "ელიტ ელექტრონიქსის"
ვებ-გვერდზეა მოთავსებული. საქართველოს მასშტაბით, კომპანიის 32 მაღაზიის
დახურვაში შემოსავლების სამსახურის წვლილს, სამსახურის უფროსი გრიგოლ
გობეჯიშვილი უარყოფს, კომპანიის ხელმძღვანელობა ბრიფინგის გამართვას
მომავალ კვირაში გეგმავს, მანამდე "ელიტ ელექტრონიქსს" კონსერვატორი კახა
კუკავა გამოესარჩლა. ნახეთ ნინო ჯაფარიძის სიუჟეტი.