"მოძრაობა
სამართლიანი საქართველოსთვის" 27 სექტემბერს, სამ საარჩევნო ოლქში
დანიშნული შუალედური არჩევნების გადატანას აპროტესტებს და ამასთან
დაკავშირებით , 2 კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
ზურაბ ნოღაიდელი ამგვარი ფაქტების მომავალში განმეორებას არ გამორიცხავს
და, შესაბამისად, სწრაფ რეაგირებას ითხოვს. „დანიშნული არჩევნების
გადადება ძალიან სახიფათო პრეცედენტია. ვშიშობ, რომ ასეთი ფაქტები
გამეორდება"-აღნიშნავს ნოღაიდელი.