მთავრობის
სხდომა დასრულებულია, მინისტრთა შეკრებაზე დღეს პირველად მივიდა
ეკონომიკის ახალი მინისტრი. სხდომის დაწყებამდე, მედიისთვის კომენტარი
ნიკა გილაურმა გააკეთა. პრემიერის თქმით, საერთაშორისო სარეიტინგო
კომპანია "ფიჩის" მონაცემებით, საქართველოს კრედიტუნარიანობა ერთი
საფეხურით გაუმჯობესდა. კომპანიამ, რომელიც ამა თუ იმ ქვეყნის
კრედიტუნარიანობას აფასებს, ბოლო ექვსი თვის მონაცემები შეაჯამა.
დღევანდელ სხდომაზე, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ეკონომიკის
მინისტრი მოექცა, რომელმაც საგანგებო ბრიფინგი გამართა. პოლოლიკაშვილის
ინფრომაციით, გათავისუფლებული ოთხი მოადგილის შემცვლელის ვინაობა
რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.