iTV ტელევიზია
ძებნა
Advertise
Login form
ნავიგაცია
სიახლეები [35]
პოლიტიკა [32]
საზოგადოება [16]
ეკონომიკა [5]
რეგიონები [3]
ტოქშოუ [0]
ახალი ამბები [27]
ჩვენებურები [2]
Advertise



TV არხები
საათი
Advertise

ვალუტა
ამინდი
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
მებობრები


მთვლელი
საიტზე არიან


free counters





მთავარი » 2009 » აგვისტო » 30 » 2009-08-30 13:00 - ობამამ პოლონეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა მიატოვა
14:36
2009-08-30 13:00 - ობამამ პოლონეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა მიატოვა

2009-08-30 13:00 - ობამამ პოლონეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა მიატოვა

wt850 The Washington Times სარედაქციო წერილს უძღვნის ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულებას პოლონეთისა და ჩეხეთის მიმართ. სტატია foreignpress-მა თარგმნა:

შეერთებული შტატები მზადაა, თავის ორ ყველაზე ერთგულ მოკავშირეს მნიშვნელოვან სარაკეტო თავდაცვით შეთანხმებაზე უთხრას უარი. პოლონური ყოველდღიური გაზეთი Gazeta Wyborcza იუწყებოდა, რომ ობამას ადმინისტრაცია პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში ანტი-სარაკეტო სისტემების ინსტალაციის გეგმის უარყოფას აპირებს. სარაკეტო ინტერცეპტორები პოლონეთში და რადარები ჩეხეთის რესპუბლიკაში 2013 წელს უნდა განთავსდეს, მაგრამ ახლა როგორც სჩანს, ეს გეგმა უკუგდებულია. ეს ნაბიჯი ჩვენს მოკავშირეებს აღმოსავლეთ-ევროპაში არასწორ სიგნალს უგზავნის. ყოფილი საბჭოთა სატელიტები ევროპაში აშშ-ს ენერგიული როლის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერთა შორის იყვნენ, რადგან მათ სჯეროდათ, რომ მუდმივ მტაცებელთან, რუსეთთან მათი ინტერესების დასაცავად შეიძლებოდა შეერთებული შტატების მფარველობის იმედი ჰქონოდათ. ორივე ქვეყანამ დაადასტურა თავისი ერთგულება, როდესაც ერაყში, მულტინაციონალურ ძალებში თავისი ჯარი საბრძოლველად გაამგზავრა. პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობები გულადად მოიქცნენ, როდესაც სარაკეტო-თავდაცვითი ფარის მასპინძლობაზე განაცხადეს თანხმობა. პრაღამ და ვარშავამ იცოდნენ, რომ მოსკოვი ნეგატიურად მოახდენდა რეაგირებას, მაგრამ ამდენი ხნის მომთმენი დიპლომატიის შემდეგ, მათ შეერთებული შტატების გვერდით დგომა არჩიეს. სისტემების ინსტალირების გეგმის გაუქმებით, ვარშავასა და პრაღაში ჩვენი მოკავშირეების ნდობას ვუღალატებთ, ევროპა ირანის რაკეტების პირისპირ დაუცველი დარჩება, კრემლის პოზიცია განმტკიცდება და აშშ-ს რეპუტაციას ჩრდილი მიადგება, ეს კი მომგებიანი არ არის. ეს ცუდი ამბავი მხოლოდ ევროპით არ შემოიფარგლება. ამ გადაწყვეტილების მისაღებად დრო სტრატეგიულად არასწორად შეირჩა. ივლისში სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი ამბობდა, რომ თუ ირანი განაგრძობს ბირთვულ იარაღზე მუშაობას, შეერთებული შტატები, რეგიონში საფრთხის ქვეშ მყოფი ქვეყნებისთვის გააფართოვებს "უსაფრთხოების ქოლგას," მაგრამ სისტემა რომლის განთავსებაც აღმოსავლეთ-ევროპაში იყო გამიზნული, სწორედ ახლო-აღმოსავლეთიდან, უმთავრესად ირანიდან მომავალი სარაკეტო საფრთხის წინააღმდეგ იყო მიმართული. ირანის მეზობლებს სავსებით სამართლიანად შეიძლება გაუჩნდეთ კითხვა - სერიოზულად აპირებს, თუ არა ვაშინგტონი საფრთხისგან მათ დაცვას. კლინტონის დაპირებები უფრო ნაკლებად სანდოა, თუ შეერთებული შტატები ერთსა და იმავე დროს ხსნის და კეცავს კიდეც "თავდაცვით ქოლგას." იმ დროს, როდესაც ამერიკის მოკავშირეებზე უარს ამბობს, ობამას ადმინისტრაცია ენერგიულად უკავშირდება რუსეთს. ჯერ კიდევ მარტში გახდა ცნობილი, რომ ვაშინგტონმა მოსკოვს დიდი გარიგება შესთავაზა - აღმოსავლეთ-ევროპის ანტი-სარაკეტო პროექტი რუსეთის იმ დაპირებებში გაეცვალა, რომელთა თანახმადაც რუსეთი შესძლებს ირანს ბირთვულ პროგრამაზე უარი ათქმევინოს. გარიგება, რომელსაც სამართლებრივი ძალა არა აქვს ცუდია. როგორც იტყობინებიან, ივლისში მოსკოვის სამიტზე, პრეზიდენტმა ობამამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეირაღებათა ორმხრივ შემცირებაში, სარაკეტო სისტემის გაცვლის სურვილი აქვს, არადა შეირაღებათა შემცირება ვერ გადაწყვეტს სარაკეტო საფრთხეს, რომელიც ირანიდან, ჩრდილო-კორეიდან და სირიის მსგავსი ქვეყნებიდან მოდის. ობამას ადმინისტრაცია ასევე დღის წესრიგში აყენებს აშშ-რუსეთის ერთობლივი სარაკეტო თავდაცვითი სისტემისა და მონაცემთა გაცვლის ერთობლივი ცენტრის შექმნის იდეასაც. გაურკვეველია რას ელოდა შეერთებული შტატები აღმოსავლეთ- ევროპაში თავდაცვითი სისტემის სანაცვლოდ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ მოსკოვი კარგად მოქცევის პირობას სდებს, რაღაც ხელშესახებზე უარის თქმა სისულელეა. ობამას ადმინისტრაცია საერთოდ მტრულად იყო განწყობილი სარაკეტო თავდაცვითი სისტემისადმი. ბიუჯეტი ანტი-სარაკეტო სისტემებისთვის შეიკვეცა, ისეთი პროგრამები, როგორიცაა ლაზერული საჰაერო სისტემები და ინტერცეპტორები multiple-kill vehicle მიტოვებულ იქნა ან რადიკალურად შემცირდა. Gazeta Wyborcza იტყობინება, რომ ადმინისტრაციას ბოლომდე არ უთქვამს უარი ევროპული თავდაცვითი ფარის კონცეფციაზე და შესაძლოა ალტერნატიულ ადგილს თურქეთში, ისრაელსა და ბალკანეთში ეძებს, მაგრამ აზრი არა აქვს მომავალი ინსტალირების გამო იმ რთული დიპლომატიური პროცესის გამეორებას, რომელმაც არსებულ შეთანხმებებამდე მიგვიყვანა, რადგან ახალი პროექტი უფრო ეფექტური ვერ იქნება, თუმცა ნამდვილად შეიძლება უფრო საკამათო გახდეს. პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში სარაკეტო სისტემის განთავსების პროექტის გაუქმება, ამერიკის მიერ გლობალური სტრატეგიული ლიდერობის თანდათანობითი დათმობის გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯი გახდებოდა. ჩვენ იმის გაფიქრებისაც კი გვეშინია, თუ რამდენ ხანში მოიტანს ობამას ადმინისტრაციის ნაციონალური უსაფრთხოების პოლიტიკის შეცდომები სერიოზულ და შეუქცევად შედეგებს.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 3082 | დაამატა: iTV | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 5
0  
5 jktolsx   (31.10.2012 02:38) [Материал]
While they may think that it is no big deal, this can be very dangerous, even potentially fatal. http://www.cheapmonclercoatsx.com/#46146 - moncler sale usa - http://www.cheapmonclercoatsx.com/#16242 - moncler sale , http://www.cheapmonclercoatsx.com/#16614

0  
4 uwgioef   (28.10.2012 04:49) [Материал]
Soft Saddlebags: If your friend likes travelling, soft saddlebags are a great gift. http://www.cheaplouisvuittonbagsx.com/#61372 - louis vuitton bags for men - http://www.cheaplouisvuittonbagsx.com/#19989 - cheap real louis vuitton purses and handbags , http://www.cheaplouisvuittonbagsx.com/#32737

0  
3 xkkfbnx   (26.10.2012 09:10) [Материал]
Josep guardiola this season and with a new, surprising tactical changes make people feel surprised. http://www.cheaplouisvuittonbagsx.com/#91543 - louis vuitton handbags - http://www.cheaplouisvuittonbagsx.com/#34791 - authentic louis vuitton , http://www.cheaplouisvuittonbagsx.com/#19463

0  
2 jozqesr   (25.10.2012 14:31) [Материал]
If you have any concerns about your own health or the health of your child, you should always consult with a physician or other healthcare professional. http://www.cheapmonclercoatsx.com/#45423 - moncler jackets cheap - http://www.cheapmonclercoatsx.com/#84659 - moncler coats , http://www.cheapmonclercoatsx.com/#82163

0  
1 sfjfwat   (24.10.2012 10:38) [Материал]
Simply when the climate tries innovation at each step, why should garments be neglected that allow you to shield ourselves from such climate modifications?This is the place Jumbo Dirty Cat emerges as a winner. http://www.cheapmonclercoatsx.com/#77512 - moncler shop usa - http://www.cheapmonclercoatsx.com/#91372 - moncler usa outerwear , http://www.cheapmonclercoatsx.com/#62221

სახელი *:
Email *:
კოდი *:

Copyright iTVCompany© 2026





Designed and Programmed by © iTVCompany

Main   Advertise   Contact   Register